LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: ზელენსკი მადლობას გადაუხდის, რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის – ასანქცირებენ, ახლა უკვე ფორმალურადაც

232
მამუკა მდინარაძე

უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის“

უკრაინის ლიდერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

„ზელენსკი მადლობას გადაუხდის რა თქმა უნდა, თვითონ ომისთვის ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში და ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის – ასანქცირებენ, ახლა უკვე ფორმალურადაც,“ – აღნიშნავს მდინარაძე.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

„ეს არის რეალურად ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“ – ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე

„აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა“ – ენტონი ბლინკენი

„მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მას ამერიკა სძულს და ჩინეთი და ირანი უყვარს – საქართველოს დაუყოვნებლივ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ – ჯო უილსონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g