“მამუკა მდინარაძეს ჩემგან გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადინისტრაციამ მოიკითხა, კარგად იყოსო,”-ასე პასუხობს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას. ამის შესახებ ვაშაძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
ცნობისთვის, მანამდე მამუკა მდინარაძე ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა და ჟურნალისტებს კითხა:”გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? მასთან ერთად ხომ არ არის?”
ვაშაძე აღნიშნავს, რომ ის თბილისში, სახლში იმყოფება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იმასაც ამბობს, რომ ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი მისთვის მიუღებელია.
ორწლინახევრის სტრესმა ჩემი ნერვების პატრონსაც დაამჩნია დაღი – გრიგოლ ვაშაძემ უცენზურო მიმართვის გამო მედიას ბოდიში მოუხადა