ჟურნალი „სარკე“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს ამონარიდს მამუკა ონაშვილთან წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, როგორი აუცილებელია მამაკაცისთვის ოჯახი. შეგახსენებთ, რომ ის ერთხელ იყო დაქორწინებული. მისი მეუღლე ასევე მომღერალი ირინა ჩიხლაძე გახლდათ. წყვილმა 13-წლიანი თანაცხოვრების შესახებ განქორწინება გადაწყვიტა. მას შემდეგ მამუკა ონაშვილს აღარ უქორწინია.
მამუკა ონაშვილი:
„კაცისთვის ოჯახი აუცილებელია. დედა სხვა არის, მამა – სხვა, დები – სხვა, შენი პირადი და ოჯახი კი არის სულ სხვა, მაგრამ ასე მოხდა. არ ვიცი, სად გავარდა წლები. ახლა ვფიქრობ, რამდენი წელი გამიფრინდა „მოდი, ხვალ“-ის ძახილში. არც ახლაა გვიან. სიყვარულს ასაკი არ აქვს,. იმ ასაკში აღარ ვარ, რომ ძებნა დავიწყო. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შემიყვარდება, კი ბატონო, სიამოვნებით…“