LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამული, ენა, სარწმუნოება, ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია – ეს არის აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა და ამას დარაჯობთ თქვენ“ – კახაძე ღარიბაშვილს

199
Untitled design (1)

„მოგესალმებით ბატონო ირაკლი, პრემიერო, მივესალმები თქვენ ძლიერ გუნდს, მართალ გუნდს, მსახურებაში ჩამდგარ გუნდს, გისურვებთ წარმატებას, თქვენ და ჩვენს საერთო ერთობლივ ქმედებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება უცილობლად“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსმენდნენ.

ლადო კახაძემ პრემიერ მინისტრს შეკითხვითაც მიმართა:

„კლასიკა: მამული, ენა, სარწმუნოება, ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია, ღირსება, წესრიგი, განათლება, ეს არის აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა და ამას დარაჯობთ თქვენ, თქვენს გუნდთან ერთად და ასეთი ქვეყანა იქნება, ნამდვილად იქნება ევროპის წევრი. ევროპის იმ ქვეყანათა წევრი, რომელიც ღირსებით აღიქვამს ჩვენს წარსულსა და რეალობას, გმადლობთ ამისათვის.

ახლა შეკითხვა – თქვენთან შემოსულია წერილი და ასობით ადამიანი, პროფესიონალი, მეცნიერი აწერს ხელს, მეც ვუერთდები მას, ისინი ამ წერილში იხსენებენ თქვენ მიერ ძალიან სწორად ორგანიზებულ სახელმწიფოს საბჭოს, რომელიც სასმელ წყალს, გრუნტის წყალს ეხება, რომლის კაპიტალიზაცია დიდ შემოსავალს მისცემს კონკურენტულ ველზე ჩვენს ქვეყანას.

კითხვა ასეთია – არის თუ არა განზრახული ამ საბჭოს საქმიანობის აღდგენა თქვენი მეთაურობით, სადაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი გეყოლებათ?“ – მიმართა კახაძემ ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისათვის, დღეს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს.

ამავე თემაზე:

„შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იტყოდით, გუშინდელ რაგბის თამაშზე, სადაც ქართველებმა არგენტინელებს მოუგეს, იქ მე ვთამაშობდიო“ – გოცირიძე ღარიბაშვილს

ელისაშვილი პრემიერს: „რიჟვაძემ თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო – მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?“ 

პრემიერი: „ომის პარტიას“ უნდოდა მეორედ გაენადგურებინა ქვეყანა – ჩვენი პოლიტიკა, რეალურად სუვერენული და დამოუკიდებელია

„როცა ეს რადიკალური ოპოზიცია ლაპარაკობს, იქნებ სტრიმზე +18 დაედოს“ – ზავრადაშვილი პაპუაშვილს 

ინჯია: იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე – ბევრია კიდევ საცემი, მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერო?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები