LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინჯია: იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე – ბევრია კიდევ საცემი, მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერო?

366
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

„ბოლო პერიოდში იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ, ბევრია კიდევ საცემი. მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერმინისტრო? მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის არმიღება“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს, პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს წარადგენს.

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

ინჯია მიიჩნევს, რომ აღნიშნულის მიზეზი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღებაა.

„გავიხსენოთ სიუჟეტები, მათი გააფთრებული გამოსვლები, რომლებიც აღსავსე იყო პატრიარქის ქილიკით“ – ჯაღმაიძე ძალადობის ფაქტებსა და ჟურნალისტებზე განცხადებას ავრცელებს

„აი, თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას და ცილისწამებას აკრძალავს, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს კიდევ ეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის – აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების და ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს. მაგალითისთვის იქ, სადაც თქვენ ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც უხერხულობას იწვევს მოსახლეობაში, 98%-ში. ასეთი კანონები მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, მაგრამ თუ „ოცნება“, თქვენ და თქვენი გუნდი მხარს არ დაუჭერს ამას აზრი არ აქვს. იქნება მხარდაჭერა?! ეს გარკვეულწილად პოლარიზაციასაც უშველის რაღაცნაირად, სადამდე უნდა იცემონ ესენი და რამდენია კიდევ საცემი და ამას თქვენ უწყობთ ხელს, რადგან არ არის კანონი და ხართ ისე რა, არც იქით, არც აქეთ და თამაშობთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კობახიძე: წლები ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს – არ შეიძლება ელჩის მხრიდან უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება

 

 

mazda magti 5g