LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან გაიღვიძა და ოთახში ჯეი-ზი და ჰარვი ვაინშტაინი დახვდა“ – ბრალდებების ფონზე, ჯეი-ზი ქვეყანას კერძო თვითმფრინავით ტოვებს? – ეპშტეინის სკანდალური ფაილების მორიგი კასკადი

1765
page

მედიაში ჯეფრი ეპშტეინის სკანდალური ფაილების ახალი „დასტა“ გავრცელდა. ამჯერად უამრავ ვარსკვლავს შორის, ბიონსესა და მისი მეუღლის, ჯეი-ზის სახელები გაჟღერდა. აღნიშნულმა ცნობებმა სოციალურ ქსელებში ახალი ტალღა გამოიწვია და საზოგადოება სკანდალში მოხსენიებული ვარსკვლავების მსოფლიო შოუბიზნესიდან მოკვეთას ითხოვს.

აშშ-ს პრეზიდენტი არნახულ, შოკის მომგვრელ სკანდალში ეხვევა – ეპშტეინის საქმეზე კიდევ 3 მილიონზე მეტი ახალი დოკუმენტი გამოქვეყნდა – მასალებში ფიგურირებენ ტრამპი, გეიტსი, მასკი და სხვა ცნობადი პირები

ფედერალური ბიუროსთვის მიწოდებულ ერთ-ერთ მასალაში ანონიმური ქალბატონი ამტკიცებს, რომ მას წლების განმავლობაში ნარკოტიკებს აძლევდნენ და სექსუალურად ძალადობდნენ. ის ასევე ჰყვება, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში გაიღვიძა ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ ჯეი-ზი და პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი.

სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება სპეკულაციები, მათ შორის ბიონსეს მისამართით. ზოგიერთი მომხმარებელი ვარაუდობს, რომ მომღერალს შესაძლოა მეუღლის შესახებ ყველაფერი სცოდნოდა, მით უმეტეს, რომ წარსულში საჯაროდ ყოფილა საუბარი ჯეი-ზის ღალატზე.

ასევე ვრცელდება ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ჭორები, თითქოს ბრალდებების ფონზე ჯეი-ზიმ აშშ კერძო თვითმფრინავით დატოვა.

შიშველი ბილ კლინტონი, ვარსკვლავები და ბნელი კავშირები – ჯეფრი ეპშტეინის საიდუმლო არქივი გაიხსნა – ვრცელდება სკანდალური ფოტოები, რომელმაც მსოფლიო შეძრა

შეგახსენებთ, ჯეფრი ეპშტეინი 66 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა სასამართლოს მოლოდინში. ოფიციალური ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია 1 200-ზე მეტი დაზარალებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები