ლევან წულაძის მეორე ნახევარი, მსახიობი მანანა კოზაკოვა ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ მეუღლეს მუდამ ეპრანჭება.
მანანა კოზაკოვა:
„ლევანი ჩემთვის ჯერ კიდევ არ არის ამოწურული, ამიტომ სულ ფორმაში ვარ. ვცდილობ, მასთან არ შევრცხვე, მობილიზებული ვიყო, მეტი ვიფიქრო და განვვითარდე. ვთვლი, რომ მამაკაცი სამყაროს მამოძრავებელი ძალაა. ჩვენს ურთიერთობაში სხვადასხვა ეტაპი იყო, სირთულეები, დაბრკოლებები გვქონდა, მაგრამ გადავლახეთ…“