მანანა თოდაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს.
ის აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, პოპულარულ ადამიანებს პირად ცხოვრებაშ პრობლემები აქვთ, ძლიერი და ნიჭიერი ქალების მამაკაცებს ეშინიათ და მაინცდამაინც არ სიამოვნებთ მათ ჩრდილქვეშ ყოფნა.
„გამიმართლა, რომ კარგი გენეტიკა მაქვს და თავს სულ შემართებით ვგრძნობ, შინაგანი ძალა მაქვს. ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულე გავიარე. ათი ქალი რომ შეკრიბოთ, ერთად არ ექნებათ იმდენი გამოვლილი, რაც მე – ერთმა ადამიანმა გადავიტანე, მაგრამ ყოველთვის რწმენით ვცხოვრობ და იმედი მაქვს, რომ უფალი არასდროს მიმატოვებს. ამ იმედით ვუძლებდი ყველა გასაჭირს, ადამიანები უფრო მეტად შემიყვარდა. ვცდილობ, გული არავის ვატკინო. საკუთარი პრობლემა სხვას თავს არ უნდა მოახვიო. პრობლემა სახლში უნდა დატოვო, რომ გარეთ გაჭირვება ვერავინ შეგატყოს. ყველას თავისი გასაჭირი აქვს და შენ აღარ უნდა დაამძიმო“.
