LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მანანას ოპერაცია დაიწყო, გასტანს 8 საათი, უფალი ჩვენკენ“ – განო მელითაური

1324
მანანა მენაბდე

ამ წუთებში თურქეთში მანანა მენაბდის ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ განო მელითაური სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, ასევე ჟურნალისტებო, ვერ ვპასუხობ ვერავის, მანანას ოპერაცია დაიწყო, გასტანს 8 საათი.
სიახლეებს ჯგუფში დავწერთ. უფალი ჩვენკენ“, – წერს განო მელითაური.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მუსიკოს მანანა მენაბდეს აღმოაჩნდა პანკრეასის ადენოკარცენომა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკოსის დისშვილმა, განო მელითაურმა გაავრცელა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მანანა მენაბდის მკურნალობის ხარჯებს საქართველოს მთავრობა, კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და პრემიერ მინისტრი ერთობლივად დააფინანსებენ.

„მანანა მენაბდეს აღმოაჩნდა პანკრეასის ადენოკარცენომა – სიმსივნე! მას ჩვენი დახმარება სჭირდება!“ – განო მელითაური

განო მელითაური: „ფანტასტიური ამბით ვბრუნდებით თურქეთის კლინიკიდან! მანანას მკურნალობისთვის სახსრები სრულად დააფინანსა საქართველოს მთავრობამ, ბატონმა პრემიერმა, კულტურის სამინისტრომ და მერიამ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g