გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ”პსვ ეინდჰოვენმა” მანჩესტერ ”იუნაიტედს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა,
აღნიშნულ შეხვედრაში, ”წითელი ეშმაკების” მცველმა, ლუკ შოუმ ექტორ მორენოსთან შეჯახებისას ფეხი მოიტეხა.
20 წლის ინგლისელ მცველს ფეხის ორმაგი მოტეხილობა აქვს.
მას პირველადი დახმარება ექიმებმა მოედანზევე ჩაუტარეს.
ბრიტანული გამოცემის Sky Sports-ს ცნობითმ შოუმ ფეხზე ოპერაცია ეინდჰოვენში გადაიტანა, ფეხბურთელი აღდგენით პროცესებს ჰოლანდიაში განაგრძობს.
ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გასტანს 20 წლის ფეხბურთელის სარეაბილიტაციო კურსი.
აღნიშნული მატჩის მსვლელობის დროს, ლუკ შოუმ თავის ოფიციალურ ”თვითერის” გვერდზე შემდგომი პოსტი გამოაქვეყნა:
“დიდი მადლობა ყველას შეტყობინებებისთვის, სიტყვებით ვერ ავღწერ, თუ როგორ დაცარიელებული ვარ ახლა. ჩემი აღდგენითი პროცესი იწყება ამ წუთიდან. მე დავბრუნდები ძლიერი.”