LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერი პოგბას შეუთანხმდა: სარეკორდო ტრანსფერი თითქმის მზადაა

76

”მანჩესტერ იუნაიტედმა” პრინციპულ შეთნხმებას მიაღწია ტურინის ”იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბასთან.

Gianlucadimarzio.com-ის ინფორმაციით, 23 წლის ფრანგმა მიიღო ინგლისური გრანდის წინადადება წლიურად 13 მილიონი ევროს ანაზღაურებაზე, ოღონდ გადასახადების გამოკლებით.

ევრო 2016-ის დასრულების შემდეგ ”იუნაიტედი” ”ბებერ ქალბატონს” პოგბაში მსოფლიო ფეხბურთის სარეკორდო ოდენობის ფულს შეთავაზებს – 120 მილიონ ევროს.

ვისაც არ გახსოვთ, გეტყვით, როომ 4 წლის წინ პოგბა ”იუვეში” სწორედ ”მანჩესტერიდან” გადავიდა, ოღონდ თავისუფალი აგენტის უფლებით.

თავის დროზე წინდაუხედაობა ინგლისელებს სარეკორდო ფულის ხარჯვა უჯდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები