LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილანში კობის პატივი მიაგეს, ასტონ ვილა ფინალში გასვლით ჭკუიდან გადავიდა – ამბები მოკლედ

112
ruec73d0bb39a

„ასტონ ვილა“ ლიგის თასის ფინალში გავიდა და ამ მაჩვენებლით „მანჩესტერს“ გაუთანაბრდა. უფრო მეტი ფინალი მარტო „ლივერპულს“ აქვს ნათამაშები.

„მანჩესტერის“ ფანები ვუდვორდის სახლს თავს დაესხნენ და სხვადასხვა ნივთები ესროლეს.

რუნიმ პირველი გოლი გაიტანა „დერბი ქაუნთის“ შემადგენლობაში.

„მანჩესტერი“ მოლაპარაკებებს მართავს „პორტოს“ და პსჟ-ს ყოფილ სპორტულ დირექტორთან. სწორედ მან იყიდა ნეიმარი და მბაპე.

ზიეში და ჩილუელი – „ჩელსის“ საზაფხულო სატრანსფერო მიზნებია. მერტენსმა უარი თქვა ზამთარში გადასვლაზე.

„ტოტენჰემმა“ „ბეტისისგან“ ლო სელსო გამოისყიდა. კონტრაქტი 2025 წლამდეა.

„მანჩესტერმა“ რაკიტიჩზე მოთხოვნა გააგზავნა. „ბარსა“ ხორვატს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

„სპორტინგმა“ მიიღო „მანჩესტერისა“ და „ბარსელონას“ წინადადება და ბრუნუ ფერნანდეშს ახალი კლუბის არჩევის ნება დართო.

„ბარსელონა“ მოლაპარაკებებს მართავს ტადიჩთან.

„ბარსელონა“ ვერ მოელაპარაკა „ვალენსიას“ როდრიგოს ტრანსფერზე.

„ბერნაბეუზე“ არ მოეწონებათ კომბინაცია 1000 პასით“. ზიდანმა ტიკი-ტაკა გააკრიტიკა.

ხავიერ ტებასი: „მომდევნო სეზონში მინდა ლა ლიგაში ნეიმარი და გვარდიოლა ვიხილო“.

„მილანმა“ მოიგო 5 მატჩი ზედიზედ პირველად ბოლო ორ წელიწადში.

„მილანმა“ და „ტორინომ“ კობი ბრაიანტს პატივი მაიგეს. ფეხბურთელებმა შავი სამკლაურებით ითამაშეს.

Amazon-ში უარყვეს „ნაპოლის“ შეძენაზე მოლაპარაკებები.

France Football: „ბაიერნი“ განიხილავს ლემარის შეძენას, მაგრამ მისი მაღალი ფასი აშინებს.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ემრე ჯანთან 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა წლიური 10 მლნ ევროს ანაზღაურებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები