LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანდარინის 80% რუსეთშია ექსპორტირებული

64

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამი შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყნიდან ექსპორტირებულია 13 995 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, ხოლო გადამუშავებულია – 2 869 ტონამდე ციტრუსი. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 574 330 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 286 880 ლარია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მანდარინის მიღება-გადამუშავებას აწარმოებს სამი ქარხანა: ქობულეთის მუნიციპალიტეტში – კომპანია Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში – კომპანია GEO-Flowers.

სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი 11 305 ტ. (80.78 %), უკრაინა 1 586 ტ. (11.33 %), სომხეთი 489 ტ. (3.49 %), აზერბაიჯანი 163 ტ. (1.16 %), ყაზახეთი 256 ტ. (1.83 %), ბელარუსი 161 ტ. (1.15 %), სხვა ქვეყნები 34 ტ. (0.24 %).

სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის სუბსიდირებას ახორციელებნ. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.

2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი, ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g