LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა

194
1544256052-madaturebi

“მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა,”-ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილემ ეს განცხადება სწორედ შეხვედრაზე შესვლამდე გააკეთა.

„მანდატურის სამსახური კერძო სკოლებში არ შევა, უბრალოდ დღეს აქვთ არსებული რეგულაციით კერძო სკოლებს ვალდებულება, ჰყავდეთ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვსაუბრობთ იმაზე, რომ უზრუნველვყოთ სწორედ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება“,-  განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g