სკოლაში არაა პოლიციის ადგილი და ეს კანონპროექტი ამას არ ისახავს მიზნად, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იხილება კანონპეოქტი ” ზოგადი განათლების შეაახებ”, რომელიც მანდატურის სამსახურის ცვლილებეს ეხება.
” პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის, ესაა კამერების დამოტაჟების ვალდებულება როგორც შიდა, ასევე, გარე პერიმეტრზე. კოორდინაციის გაზრდა სამინისტროებს შორის რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ თუ არის კონფლიქტის სკოლოს გარე პერიმეტრზე გაგრძელების შესაძლებლობა, შსს- მ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს. იზრდება მანდატურის მიმართ მოთხოვნები. მას დანიშნავს მანდატურის სამსახური, რომელიც ერთი მხრივ გაზრდის უფლებამოსილებას, თუმცა, ამ გაზრდილი უფლებამოსილების ფონზე იქნება ბალანსი სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავალის ინტერესების დაცვას შორის. ერთი რამ შემიძლია სრული პასუხიამჰებლობით ვთქვა, მანდატურის სამსახურთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელება არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებით რაღაც პოლიციური სისტემის შემოღება მოხდება- განაცხადა მეზვეიშვილმა