ცოტა ხნის წინ, Måneskin-ის ვოკალისტის, დამიანო დავიდის, როგორც სოლო შემსრულებლის დებიუტი შედგა. ბენდისგან დამოუკიდებლად, მან მსმენელს უკვე წარუდგინა ორი სოლო სინგლი. დამიანომ აღნიშნა, რომ მისი სოლო კარიერის დაწყება კოლექტივის დაშლას არ ნიშნავს.
გამორიცხული არ არის, რომ დავიდი 2026 წლის ,,გრემიზე” ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომიმაციაში წარადგინონ. ის ამ ნომინაციაში ჯგუფთან ერთად, 2023 წელს მოხვდა.
Måneskin-ის ვოკალისტმა სოლო სინგლი გამოუშვა
ახლახან, ერთ-ერთ მუსიკალურ გადაცემაში სტუმრობისას, დავიდმა ლედი გაგასა და ბრუნო მარსის 2024 წლის გლობალური ჰიტი – Die with a Smile საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულა.
ცნობისთვის, ამ დღეებში ლედი გაგასა და ბრუნო მარსის დუეტმა Spotify-იზე რეკორდი დაამყარა. მუსიკალური პლატფორმის ისტორიაში სიმღერამ მილიარდი მოსმენა ყველაზე სწრაფად, 96 დღეში დააგროვა. სინგლი 16 აგვისტოს დარელიზდა. Die With a Smile 2025 წლის ,,გრემიზე” ორ ნომინაციაშია წარდგენილი – ,,წლის სიმღერა” და ,,დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო პოპ პერსფორმანსი”.