LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Måneskin-ის ვოკალისტმა სოლო სინგლი გამოუშვა

151
2366859

Måneskin-ის ვოკალისტი, დამიანო დავიდი მსმენელს ახალი ამპლუით მოევლინა. ბენდის ფრონტმენი, რომლის მიმართ ინტერესი ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავებით უაღრესად დიდია, მუსიკალურ ასპარეზზე, დამოუკიდებელ არტისტად წარდგა.

საქმე ისაა, რომ 25 წლის მუსიკოსმა, სადებიუტო სოლო სინგლი – Silverlines გამოუშვა. სიმღერის რელიზი, თანმხლებ კლიპთან ერთად შედგა. ჩანაწერის პროდიუსერი, ინგლისელი მომღერალი – Labrinth-ია.

ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ახალგაზრდა შემსრულებელი სამომავლოდ ამ რანგში დარჩენას და დატოვებს თუ არა კოლექტივს, რომელმაც ის პოპულარული გახადა.

Måneskin 2016 წელს, რომში ჩამოყალიბდა. ბენდის წარმატების ინდექსი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჯგუფი იტალიის სახელით, 2021 წლის ,,ევროვიზიის” გამარჯვებული გახდა. 2023 წლის ,,გრემიზე”, კოლექტივი ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაციაში წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები