LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანგლისის მოსახლეობას ბუნებრივი აირი მიეწოდება – გაზიფიცირების პროცესი დაიწყო

60
67481819-3482692351757107-8275799356825665536-o

დაბა მანგლისში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აშენდება 34 150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება 11 მილიონ 500 ათასი ლარია.

სამინისტროს ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაბა მანგლისს ეწვია, სადაც გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა მანგლისის დიდ ტურისტულ პოტენციალს და ადგილობრივებს იმ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებზე ესაუბრა, რომლითაც შეუძლიათ სარგებლობა.

„დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ეს იყო აქაურების ძალიან დიდი ხნის ოცნება, რომელიც გაზიფიცირების 3-წლიანი მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გავითვალისწინეთ და მომავალი წლის მარტში აქ უკვე დასრულებული იქნება დაქსელვა, რის შემდეგაც ბუნებრივი აირი 1 558 ოჯახს მიეწოდება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სამინისტროს ცნობით, მოსახლეობის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმით, ქვემო ქართლის რეგიონში, 29 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებაა გათვალისწინებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g