LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიკა ასათიანი: ”პანამერაში” აღმოვაჩინე, რომ სპორტული ავტომობილი ჯიპის ფუნქციებსაც ითავსებს”

505

ყველაზე მდიდრული სპორტული სედანი ”პორშესთვის” დამახასიათებელი დინამიკით, მანევრულობით და კომფორტით. როგორც ამბობენ, მისი მართვა ავტმოყვარულების ცხოვრებისეული ვალდებულებაა. ეს ”პანამერაა” – ”პორშეს” ლუქს კლასის ლიმუზინი.

”პანამერას” წარმოება ”პორშეს” ქარხანამ 7 წლის წინ დაიწყო. ეს არის ბიზნეს სეგმენტისთვის განკუთვნილი მოდელი, რომელიც სპორტული მონაცემებით არის აღჭურვილი. თბილისში, ”პორშეს” ცენტრში წარმოდგენილი ”პანამერა” ლიმიტირებული გამოცემაა, ექსკლუზიური, ღვინისფერი ტყავის სალონით. ეს მოდელი მსოფლიოს მასშტაბით მცირე რაოდენობით გამოდის და ერთ-ერთი მათგანი თბილისშიც არის წარმოდგენილი.

”პანამერას” ეს მოდელი ექსკლუზიური ოფციებით გამოირჩევა. სტანდარტულ მოდელზე ბევრად მეტი მონაცემით არის აღჭურვილი და, ამ ყველაფერთან ერთად, ფასიც ექსკლუზიური აქვს.

DSC_1496მისი მართვისას თქვენს განკარგულებაშია 3,6 ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრე 310 ცხენის ძალაა. ეს მოდელი ყველა იმ ფუნქციით არის აღჭურვილი, რომელიც თანამედროვე ავტომობილისთვის უკვე განუყოფელია. ამას ემატება წინა და უკანა პარკირების სენსორი, უკანა ხედვის კამერით, ექსკლუზიური 20 ქიმიანი სპორტული დიზაინის დისკები, ლუქი, სავარძლების გათბობა და ონლაინ სერვისები. ასევე კარებზე ელექტრო მიმყვანები, რომლებიც ავტომატურად დაკეტავს კარს, თუკი მის დახურვას ბოლომდე ვერ მოახერხებთ.
”პანამერას” შესაძლებლობების უფრო ახლოს გასაცნობად ”ავტორადიოს” რუბრიკა ”ავტოდილერი” ”პორშეს” ცენტრში მოდელ მანიკა ასათიანთან ერთად მივიდა.

– როგორია პირველი შთაბეჭდილება ”პორშე პანამერას” ნახვისას?

– ზოგადად, ”პორშეს” ბრენდი ძალიან მომწონს, როგორც სედანები, ასევე ჯიპები. რაც შეეხება, კონკრეტულად, ”პანამერას”, უახლესი მოდელია, 2016 წლის და, რა თქმა უნდა, ჩემს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური ეფექტი. ”პანამერა” ძალიან ლამაზი მოდელია და ვერცხლისფერი ძალიან უხდება. ასევე ძალიან კომფორტულია მისი სალონიც, რომელშიც მძღოლისთვის ძალიან დიდი სივრცეა, რაც ჩემი სიმაღლის ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ყოველთვის მიჭირს ისეთი მოდელის პოვნა, რომელშიც თავისუფლად მოვთავსდები, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერი პროპორციების ადამიანი უპრობლემოდ და კომფორტულად მოთავსდება ავტომობილში. იდეალური ვარიანტია – ”პორშემ” ”პანამერაში” ყველა ის თვისება გააერთიანა, რომლებიც ნებისმიერ მომხმარებელს აღაფრთოვანებს. ეს მოდელი სრულ კომფორტს უქმნის მძღოლს და მგზავრებს. იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g