LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიკა ასათიანი: „წარმოუდგენელი რამ ხდება ჩემს თავს!.. ბედნიერი ცრემლით მეტირება მთელი დღეა ყოველ წერილზე და კომენტარზე!“

2634
მანიკა ასათიანი

„ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გახდა მანიკა ასათიანი, რომელიც ფასკუნჯის პერსონაჟის უკან იმალებოდა და ოსტატურად ატყუებდა ჟიურისა და მაყურებელს.

მანიკამ ახლახან გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც საკუთარ ემოციებს გვიზიარებს:

„წარმოუდგენელი რამ ხდება ჩემს თავს!..

ამდენი სიყვარული, სითბო, ბედნიერება სად დავიტიო, მართლა არ ვიცი.

უდიდესი მადლობა ყველას ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის!

ამ ბედნიერი ცრემლით მეტირება მთელი დღეა ყოველ წერილზე და კომენტარზე!

ამაზე ძვირფასი მართლა არაფერი არაა ცხოვრებაში, როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ და უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის!

ამ პროექტით და ჩემი გამარჯვებით განსაკუთრებულად ჩემი ოჯახის წევრები გავაბედნიერე და ამაზე ყველაზე მეტად მიჩუყდება გული!

დანარჩენზე მერე მოგიყვებით, კულისების უამრავი ვიდეო მაქვს და გამოვფენ ყველაფერს, ახლა უბრალოდ ყველასთვის მადლობა მინდოდა გადამეხადა, რადგან საოცრება ხდება მართლა ჩემს თავს!

მიყვარხართ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები