როგორ ამოვიცნოთ მანიპულატორი და როგორ არ მოვექცეთ მისი გავლენის ქვეშ?
NLP ფსიქოლოგი, თეკლა გეთიაშვილი გადაცემაში „დღის პოსტი“ ამბობს, რომ მანიპულატორია პირი, რომელიც ცდილობს თავი გამართლებინოთ მაშინაც კი, როდესაც არაფერი დაგიშავებია:
„გქონიათ თუ არა განცდა, რომ საუბრის შემდეგ თავს გრძნობთ დამნაშავედ, არადა რეალურად არაფერი დაგიშავებიათ, ან როდესაც თავს დამნაშავედ არ გრძნობ, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან დიდხანს ვიმართლებდით თავს?
– ამ შემთხვევაში ცალსახად მანიპულატორთან გაქვთ საქმე, რადგან მან თავი გამართლებინათ, ან თავი დამნაშავედ გაგრძნობინათ. მანიპულატორის მთავარი მიზანია, თქვენს სიმართლესა და თქვენს თავში შეიტანოს ეჭვი, რომ დაგვაბნიოს და შემდეგ ზეგავლენა მოახდინოს თქვენზე…“ – ამბობს ფსიქოლოგი.
