LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება – ისეთი ხალხი ლაპარაკობს სარწმუნოებაზე, ვინც ეკლესიაშიც არაა ნამყოფი“

131
პაატა მანჯგალაძე

„ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება – ყველა ხელისუფლებამ, რომელიც რუსთაველზე თავისი ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „29 აპრილს, პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება ჩატარდება“.

„ქართული ოცნება“ – „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს, პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“

მანჯგალაძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, თავი დაანებონ ილია ჭავჭავაძის ლოზუნგს და აღნიშნა, რომ „ისეთი ხალხი ლაპარაკობს სარწმუნოებაზე, ვინც ეკლესიაშიც არაა ნამყოფი“:

„ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება. ისეთი ხალხი ლაპარაკობს სარწმუნოებაზე, რომ დარწმუნებული ვარ, ეკლესიაშიც არაა ნამყოფი. ეს ფარისევლობა უნდა დასრულდეს. რატომ აკეთებს, ესაა მთავარი საკითხი.

ასევე ნახეთ

მისი შეფასებით, ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს ებრძვიან.

ყველა ხელისუფლებამ, ვინც რუსთაველზე თავისი ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა. ხელისუფლება, რომელიც თავის თავს უტარებს აქციას, დიდხანს ვერ არის ხელისუფლებაში.

რატი იონათამიშვილი: „მამული, ენა, სარწმუნოება“ – ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე უმთავრეს ეროვნულ და სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოხატავს, ვინც განგებ ამახინჯებს მას, ის საქართველოს მტერია

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასაც“ დაუდგა ის დრო, როცა იმდენად არ სჯერათ, რომ ხელისუფლებაში არიან, სჭირდებათ 50 000 ძალით მოყვანილი საჯარო მოხელე ქუჩაში.

არავინ საზოგადოებაში მხარდამჭერი არ ჰყავს ამ კანონპროექტს. დაანებონ თავი ილიას ლოზუნგს. ჩვენ წავალთ სწორედ, ილიას გზით ევროპაში, თქვენ მიდიხართ ბიძინას გზით რუსეთში“. – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g