LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე „ოცნებას“: რას უკრავთ ტაშს? პანდემია დაამარცხეთ, ეკონომიკური გარღვევა გაქვთ, ინვესტიციები შემოიტანეთ, სამუშაო ადგილები შექმენით თუ ადამიანები არ შიმშილობენ? რომელი პრობლემა გადაწყვიტეთ?

66
პაატა

„რას უკრავთ ტაშს? პანდემია დაამარცხეთ, ეკონომიკური გარღვევა გაქვთ, ინვესტიციები შემოიტანეთ, სამუშაო ადგილები შექმენით, ადამიანები არ შიმშილობენ თუ რომელი პრობლემა გადაწყვიტეთ? – ასე ვერ გაგრძელდება მეგობრებო, რეალობას დაუბრუნდით,“ – ამ განცხადებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობას პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ნამდვილი ტაში იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებმაც არჩევნებზე მხარი ოპოზიციას დაუჭირეს.

როგორც მანჯგალაძემ მის მიმართვაშივე თქვა, მმართველი პარტია რეალობასაა აცდენილი.

„ძალიან ბევრს ვფიქრობდი შემოვსულიყავი თუ არა დღეს სხდომაზე. თქვენ ცხოვრობთ პარალელურ რეალობაში. ძალიან აცდენილი ხართ იმ რეალობას, იმ საჭიროებებს, რაც ხალხს აწუხებს. მე მიკვირს ეს ოვაციები და ტაში.

რას უკრავთ ტაშს? პანდემია დაამარცხეთ, ეკონომიკური გარღვევა გაქვთ, ინვესტიციები შემოიტანეთ, სამუშაო ადგილები შექმენით, ადამიანები არ შიმშილობენ თუ რომელი პრობლემა გადაწყვიტეთ? რას უკრავთ ტაშს? ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. ნამდვილი ტაში, ნამდვილი ოვაცია ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებმაც ზეწოლის და უთანასწორო ბრძოლის პირობებში მხარი დაუჭირა ოპოზიციას,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ქვეყნის აღმშენებლობაზე საუბრობდეს, მმართველ ძალას მთავარ მისიად ოპოზიციის განადგურება აქვს დასახული.

„არჩევნები რომ მოვა მაშინ გახსენდებათ სისხლიანი რეჟიმი, მანამდე დაკავებულები ხართ, კარგად ცხოვრობთ. მე მიხარია მდიდარ და კარგ ადამიანს რომ ვხედავ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ძარცვის ხარჯზე. ასე ვერ გაგრძელდება მეგობრებო, რეალობას დაუბრუნდით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები