მიუხედავად იმისა, რომ დღეს ავტომობილი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს, ფინანსური ბარიერების გამო, ის ბევრისთვის მაინც მიუწვდომელი რჩება. და აი, სწორედ მაშინ, როდესაც სწრაფი გადაადგილება და რესურსების რაციონალური მართვა პრიორიტეტია, ავტოლიზინგი იდეალურ გამოსავლად გვევლინება – ის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ავტომობილის ფლობისთვის. ავტოლიზინგის სპეციფიკაში გარკვევაში „დიზი ლიზინგს“ მივმართეთ, კომპანიას, რომელიც მოკლე ვადაში გახდა ერთ-ერთი წამყვანი სალიზინგო კომპანია საქართველოს ბაზარზე და რომელიც მომხმარებლების განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.
მარიამ ნაცვლიშვილი, კომპანიის „დიზი ლიზინგი“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
– „დიზი ლიზინგი“ ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. ჩვენ აღნიშნული საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა გახლავართ საქართველოში. ჩვენი ძირითადი ნიშა არის ავტოლიზინგი – ვემსახურებით ფიზიკურ პირებს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გავცემთ აღნიშნულ პროდუქტს.
ძალიან მიხარია, რომ ლიზინგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენს მოსახლეობაში, თუმცა კიდევ ერთხელ სიამოვნებით განვმარტავ, რომ ავტოლიზინგი გახლავთ ერთგვარი ავტოსესხი, ანუ ჩვენ ფინანსურ მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, ვისაც ავტომობილის შეძენა სურთ. ის, რაც „დიზი ლიზინგს“ გამოარჩევს ბაზარზე არის ძალიან სწრაფად, მინიმალური მოთხოვნებით, მაქსიმალური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. ასევე გვაქვს: უკულიზინგი – ეს პროდუქტი თავის თავში გულისხმობს კუთვნილი ავტომობილის დაფინანსებას (ანუ ეს არის ერთგვარი ლომბარდი) და ტაქსი ლიზინგი – ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ტაქსის ინდუსტრიაში შედგან ფეხი და თანხის ასე გამომუშავება შეძლონ. ერთი სიტყვით, მაქსიმალურად ვართ ჩართულები, რომ გავამარტივოთ მომხმარებლისთვის სურვილის შედეგად ქცევა.
– ძირითადად რა ასაკის მომხმარებლები გყავთ და რა ტიპის ავტომობილებზე სარგებლობენ თქვენი მომსახურებით?
– ჩვენ ვაფინანსებთ 21-დან 65 წლამდე მოქალაქეებს. რაც შეეხება ავტომობილებს, ჩვენს ქვეყანაში პოპულარულია ტოიოტა და ფორდი. ჩვენი მომხმარებლები არიან ის ადამიანებიც, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს, წარსულში ან მიმდინარე, მინიმალური ვადაგადაცილება. ჩვენ ამ ადამიანებსაც ვაძლევთ შანსს, რომ ერთი – გამოისწორონ საკრედიტო ისტორია და მეორე – ჩვენი მეშვეობით აისრულონ ოცნება, სურვილი და შეიძინონ ავტომობილი.
– ახასიათებს თუ არა თქვენს საქმიანობას სეზონურობა? როდის არის განსაკუთრებული მომართვიანობა?
– თავს მივცემ უფლებას, რომ ჩვენს სფეროს საფინანსო ვუწოდო, აქედან გამომდინარე, სეზონურობა ნამდვილად ახასიათებს. ითვლება, რომ ზაფხული ძალიან პასიური პერიოდია, გაზაფხული – პირიქით, თუმცა კონკრეტულად „დიზიზე“ რომ გიპასუხოთ, ჩვენი ავტოლიზინგი აღმოჩნდა, რომ არის სუპერმოთხოვნადი პროდუქტი, მათ შორის ზაფხულშიც. შესაბამისად, იმის თქმა, რომ წლის რომელიმე სეზონზე ნაკლები დატვირთვით ვმუშაობთ, არ იქნება სიმართლე. სტაბილურად მივყვებით ყველანაირ მაჩვენებელს მხოლოდ ზრდისკენ.
– რა პროცედურების გავლაა საჭირო „დიზი ლიზინგში“ ავტოსესხის მისაღებად?
– უპირველესად აღვნიშნავ, რომ ჩვენ მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებს ვაფინანსებთ და ის აუცილებლად საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეს. სხვათა შორის, განუბაჟებელ ავტომობილსაც ვაფინანსებთ და თან 100%-ით. იმისთვის, რომ სასურველი ავტომობილი შეიძინოს, ჩვენს პოტენციურ მომხმარებელს შეუძლია დაგვირეკოს ცხელ ხაზზე – (032) 242 27 87 ან შემოვიდეს ჩვენს ვებგვერდზე და გამოგვიგზავნოს მოკლე განაცხადი, რაც თავის თავში გულისხმობს მხოლოდ სახელსა და გვარს და მობილური ტელეფონის ნომერს ან მოგვძებნოს სოციალურ ქსელებში (ყველა პლატფორმაზე ვართ ხელმისაწვდომები) და იქიდან გამოგვიგზავნოს განაცხადი. მომხმარებლების მოთხოვნებზე სწრაფად ვრეაგირებთ, მაქსიმუმ, 5 წუთში ვუკავშირდებით მათ და ვაცნობთ პირობებს. მომხმარებელს ასევე შეუძლია, რომ პირდაპირ ჩვენს რომელიმე ფილიალში მოვიდეს, სადაც მაღალკვალიფიციური ლიზ მენეჯერები დახვდებათ. ჩვენთან განაცხადზე პასუხი, სტანდარტულად, 15 წუთში ბრუნდება, თავად განაცხადის შევსებას სჭირდება, დაახლოებით, 15-20 წუთი. ჯამში, მაქსიმუმ, 1 საათში მომხმარებელს ჩვენგან აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი იმისათვის, რომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას და თანხა ჩაერიცხოს.
– რომელია თქვენს ფილიალებს შორის ყველაზე უფრო აქტიური?
– ამჟამად „დიზი ლიზინგი“ საქართველოს მასშტაბით 6 ფილიალითაა წარმოდგენილი. ასევე წარმოდგენილები ვართ პარტნიორებთან სხვადასხვა ლოკაციაზე. ვერ ვიქნები მიკერძოებული და ვერ გამოვყოფ რომელიმე ფილიალს, ყველას თავისი მაჩვენებელი და როლი აქვს, თითოეულ ობიექტს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია, თითოეული მათგანი ინტენსიურად ვითარდება. აქვე აღვნიშნავ, რომ დაგვემატა ახალი ფილიალი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხნის ნანატრი და ნამუშევარი ლოკაციაა – ის რამდენიმე დღის წინ გაიხსნა გლდანში (ხიზანიშვილის #19). უკვე იგრძნობა, რომ გლდანის მცხოვრებლები და მიმდებარე უბნები ძალიან გველოდებოდნენ. პრაქტიკულად, არ წყდება ხალხის ნაკადი, იმდენად მაღალია მოთხოვნა.
– თუმცა ეს არ არის ერთადერთი სიახლე.
– დიახ. განბაჟების თანხის 100%-ით დაფარვა ვახსენეთ და, თუ აქამდე ამ მომსახურებას მომხმარებელს მხოლოდ რუსთავსა და ქუთაისში ვთავაზობდით, ძალიან მალე, რამდენიმე დღეში შევძლებთ, რომ აჭარის მოსახლეობაც გავანებივროთ ამ სერვისით. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ აქტიურად ვავითარებთ პორტირების პროდუქტსაც – სხვადასხვა კომპანიიდან გაცილებით გამარტივებული პირობებითა და მინიმალური მოთხოვნებით უკვე შესაძლებელია, რომ „დიზიში“ გადმოიტანონ მიმდინარე ავტოსესხი, თანხის დამატების პერსპექტივით.