ტანსაცმლის სახელოსნო „მაქმანი“ საახალწლო კოლექციას გთავაზობთ. „მაქმანმა“ მომავალი საქმიანობისთვის ქართული სამოდელო ბაზრის ნაკლებად განვითარებული სფერო, საბავშვო ტანსაცმლის ხაზი აირჩია. ახლახან კი კომპანიამ მომხმარებელს საკუთარი ფეისბუქ გვერდიც წარუდგინა. https://www.facebook.com/MaqmaniLLC/ აღნიშნულ გვერდზე მუდმივად გამოქვეყნდება და გაიყიდება სხვადასხვა ასაკის საბავშვო ტანსაცმლის მოდელები, რომლებიც მყიდველს კურიერის მეშვეობით მიეწოდება. აქვე შესაძლებელია კომპანიასთან დაკავშირება და ინდივიდუალური შეკვეთის მიცემა.
როგორც ,,მაქმანის” დამფუძნებელმა, დიზაინერმა თინათინ გველესიანმა ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას განაცხადა, სახელოსნო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამოსის შესაკერად გამოყენებული მასალისა და შესრულების ხარისხს. პროდუქციაზე შენარჩუნებულია მისაღები ფასები, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებელთა ნებისმიერი ფენისთვის. მისივე ინფორმაციით, კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის საკუთარი მაღაზიის გახსნა, სამოქმედო არეალის გაფართოება და უცხოურ ბაზარზე გასვლა.
ტანსაცმლის სახელოსნო „მაქმანი“ 2010 წელს დაარსდა. თავდაპირველად, კომპანია სხვადასხვა ტიპის კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობდა, მათ შორის, სასკოლო უნიფორმებზე და საბავშვო სადღესასწაულო ტანსაცმელზე. საბოლოოდ კი საბავშვო ხაზზე შეჩერდნენ, რომლის ნახვაც და შეკვეთების განხორცილებაც შეგიძლიათ ფეისბუქ გვერდის საშუალებით. სახელოსნო მდებარეობს გლდანის მეექვსე მიკრო რაიონში, მესამე კორპუსში, პირველ სართულზე, გლდანის გასართობი პარკის მოპირდაპირე მხარეს.