LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქვს განცდა, რომ ლილუაშვილი ბაჩიაშვილის საქმესთან კავშირშია და შეეწირა ამ ამბავს“ – თინა ხიდაშელი

291
2025-10-18_01-42-16_212396

მაქვს განცდა, რომ ლილუაშვილი ბაჩიაშვილის საქმესთან კავშირშია და შეეწირა ამ ამბავს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „რეჟიმი არის სრულ აგონიაში და ივანიშვილი ყველა გადაწყვეტილებაში ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი, პირადი ბრაზით“.

„სტრასბურგის სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმე მიხეილ სააკაშვილმა წააგო და წააგო იმ ჩანაწერში, სასამართლოს ჩანაწერში წერია მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი რამ, როგორც მთავარი მიზეზი [შეთანხმებულად მოქმედებდა მთავრობა, პარლამენტი] იმისათვის, რომ არ დამდგარიყო საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება.

ეს სახელმწიფო კონსპირაცია ერთი ადამიანის წინააღმდეგ არის სრულფასოვნად უკვე სახეზე ბაჩიაშვილის საქმეში. როდესაც სამარტოო საკანში პატიმარს ცემენ, აწამებენ და მერე ამაზე პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება, მერე საქმეს იქით წაიყვანენ, რომ თურმე თვითონვე დაგეგმა საპატიმროდან, სამარტოო საკნიდან, საკუთარი წამება, თვითონ შეიყვანა იქ ადამიანი და მერე ამ ყველაფერთან ერთად იმ ციხის უფროსი, რომელიც ამ საქმის გამო მიდის, თავს იკლავს – ამაზე უფრო თვისობრივად, არსობრივად, კომპლექსურად სახელმწიფო როგორ ჩამოგვეშალა თავზე, ამ გადასახედიდან თუ შევხედავთ, ამაზე მძიმე საქმე ივანიშვლიის მმართველობის პერიოდში არ არსებობს.

ეს არის ყველაზე ნათელი, ცალსახა, მყვირალა დადასტურება იმისი, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის სრულ აგონიაში და ივანიშვილი ყველა გადაწყვეტილებაში ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი, პირადი ბრაზით და როგორც კი პირადი ანგარიშსწორებით იწყებს სახელმწიფო ადამიანებთან გამკლავებას, ადამიანებთან ურთიერთობას, შემდეგ უკვე ვიღებთ ან სრულფასოვან დიქტატურას, ან ის ხელისუფლება იშლება.

იმედი მაქვს, რომ როგორც სააკაშვილის შემთხვევაში მოხდა, ამ შემთხვევაშიც ეს ხელისუფლება ჩამოიშლება და ცვლილება მალე დადგება, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სრულფასოვან დიქტატურას. აქ უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ აქვს რეჟიმს, სხვა გამოსავალს არ იტოვებს ხელისუფალი, როდესაც ასე მოქმედებს.

ამიტომ, მე არ ვიცი ამ საქმეში, ან ამ საქმესთან, ამ საქმის გარშემო რა როლი აქვს ბატონ ლილუაშვილს, მაგრამ მაქვს ეს გრძნობა, არ მაქვს არავითარი ფაქტები, არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, უბრალოდ მაქვს რაღაცა ტიპის განცდა, რომ ლილუაშვილი არის ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებული და შეეწირა ამ ამბავს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, დღეს, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g