გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოკლული სოფი კვარაცხელიას ოჯახი დანაშაულში ბრალდებულის უმკაცრესად დაჯას ითხოვს.
როგორც სოფო კვარაცხელიას დედამ „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ბრალდებული შეურაცხადად გამოაცხადონ და გაათავისუფლონ.
საუბარია თბილისში, 7 თვის წინ მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდებულმა მეუღლეს მცირეწლოვანი ბავშვების წინ 12 ჭრილობა მიაყენა.
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: პატიმრობის წინააღმდეგი არ ვიქნებით
“მოვითხოვ იმას, რომ უმკაცრესად დაისაჯოს. ანუ, სამუდამო უნდა მისცენ იმ ადამიანს, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩემი შვილის შემდეგ, უკვე მემგონი 9 თუ 10 მკვლელობა მოხდა, ისევ და ისევ ქმრებისგან მოკლულ ცოლებზე მაქვს აქცენტი.
მე ვიცი, რომ ჩემს შვილს, ამით, რომ მას მიუსაჯონ სამუდამო თუ 20 წელი, არაფერი ეშველება, მაგრამ მე მინდა გავუფრთხილდე სხვისი შვილების სიცოცხლეს.
მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მისთვის ცდილობენ, რომ ისეთი საბუთი გაუკეთონ, რომ არის იგი შეურაცხადი, რის გამოც, ის შეიძლება ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მერე თავისუფლებაზე მოხვდეს, – ამბობს მოკლული ქალის დედა “მთავარ არხთან” საუბრისას.