LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს მოლოდინი, რომ აუცილებლად დააკავებენ მამასაც და მამუკა ხაზარაძესაც: ვატო წერეთელი

427
ვატო წერეთელი

„მაქვს მოლოდინი, რომ აუცილებლად დააკავებენ მამასაც და მამუკა ხაზარაძესაც“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „უდანაშაულო ადამიანებს „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრებად აქცევს, რადგან გონი არ მოეკითხებათ, რომ ასეთი რამ არ ჩაიდინონ“.

„მაქვს მოლოდინი, რომ აუცილებლად დააკავებენ მამასაც და მამუკა ხაზარაძესაც. ასეთი ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში, არის. უდანაშაულო ადამიანებს პოლიტპატიმრებად აქცევენ. ქართულ ოცნებას გონი არ მოეკითხება, ასეთი რამ რომ არ ჩაიდინოს. ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ჩემზე. ამას მე დავამტკიცებ“, – ამბობს ვატო წერეთელი.

ცნობისათვის, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად, 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g