LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაქვს სურვილი, „კოკა-კოლაში“ ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს“ – თემურ ჭყონია

14331
ფორტუნა (41)

„მაქვს სურვილი, „კოკა-კოლაში“ დასაქმებულთა ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს“ – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ თანამშრომელთა მოტივაციისთვის და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ანაზღაურება, ისე სამუშაო საათების ხანგრძლივობა. „რა საჭიროა 24/7-ზე მუშაობა?! ჩვენი მიზანია, თანამშრომელმა 8 საათი იმუშაოს“, – ამბობს ის.

– მაქვს სურვილი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ ევროპული დონის ხელფასები გვქონდეს. მინდა, დასაქმებულთა ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს;

– რომელი წლისთვის დაისახეთ ამ მიზნის მიღწევა?

– ვფიქრობ, 1.5 წელიწადში, 2025 წლისთვის მიღწევადია. თანამშრომელს რამეს რომ სთხოვ, თხოვნის და მოთხოვნის საფუძველი უნდა გქონდეს. ჩვენი მიზანია, თანამშრომელმა 8 საათი იმუშაოს; არ მიყვარს, როცა 24/7-ზე მუშაობას გამოაცხადებენ. როგორ შეიძლება, ადამიანი 24 საათი მუშაობდეს?! რა საჭიროა ეს?! 8 საათი მუშაობა სავსებით საკმარისია. სხვა სიამოვნებაც არსებობს ცხოვრებაში და მხოლოდ სამსახურს არ უნდა გადაჰყვე; 2024 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სახელფასო ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იქნება.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები