LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონას ამოთხრიან და მავზოლეუმში დაასვენებენ

198
Screenshot 2020-12-21 225625

დიეგო მარადონა შესაძლოა სიმბოლური გზით უკვდავყონ. ხალხს საშუალება ექნება არა მის საფლავთან, არამედ მავზოლეუმში მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს თავად ფეხბურთელს სურდა, რომელმაც წერილიც კი დატოვა შესაბამისი თხოვნით.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ფეხბურთელი საკუთარ სურვილზე ადვოკატს ესაუბრა, ასევე დატოვა წერილი ამის თაობაზე, ირწმუნება The Sun.

არგენტინელებს სურთ, რომ 10-ათასიან პესოზე მარადონა დაახატონ

„დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მსურს გამოვთქვა სურვილი, რომ სივდილის შემდეგ ჩემი სხეულის ბალზამირება მოხდეს და მუზეუმში გამოფინონ, რომელიც გარშემორტყმული იქნება ჩემი ტროფეებით და პირადი ნივთებით“, – მოჰყავს გამოცემას წერილის ფრაგმენტი.

მავზოლეუმის აშენების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა მარიო ბოდრიმაც, რომელიც მარადონას ბოლო ქალბატონის იურისტია და დაამატა, რომ ფეხბურთელის მემკვიდრეები ამ იდეას მხარს უჭერენ.

ბრძოლა მემკვიდრეობისთვის: მარადონა უნდა შეინახონ, მან მამობა უნდა დაამტკიცოს

მარადონა 25 ნოემბერს გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა, ის 60 წლის იყო.

არგენტინა ცრემლებში იძირება: მარადონა პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს – ხალხს პანაშვიდზე საჩუქრები მიაქვს

უკვე გადაწყდა, რომ იტალიაში, „ნაპოლის“ სტადიონს მარადონას სახელი უწოდონ.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

 


მარადონა ბუენოს აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაოზე, ვიწრო წრეში დაკრძალეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები