არგენტინაში სასამართლომ დაადგინა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო მარადონას ცხედარი შეინახონ, რომელიც 26 ნოემბერს გარდაიცვალა.
დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია
სასამართლოს შესაძლოა დასჭირდეს მარადონას დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) მისი მამობის დადგენის მიზნით. მემკვიდრეობისთვის იბრძვიან ხუთი აღიარებული შვილი და რამდენიმე არაღიარებული, რომლებიც ცდილობენ ლეგენდასთან პირდაპირი ნათესაობა დაამტკიცონ. ამიტომ უახლოეს პერიოდში გვამი არ უნდა დაიწვას.
დიეგოს ადვოკატმა განაცხადა, რომ დნმ-ს მონაცემები უკვე აიღეს, მაგრამ მისთვის არავის მოუსმენია. ამის შესახებ “როიტერი” წერს.
დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან ტვინის ოპერაცია გადაიტანა.
ცნობილი გახდა მარადონას ბოლო სიტყვები: როგორ გაატარა ლეგენდამ სიცოცხლის ბოლო საათები
რამდენადაც ცნობილია, ის 27 ნოემბერს ბუენოს აირესის გარეუბანში, კერძო სასაფლაოზე, ვიწრო წრეში, მშობლების გვერდით დაკრძალეს.
კეთილი იყოს შენი მობრძანება: მარადონამ ღმერთს თავისი ხელი დაუბრუნა – კარიკატურა