LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინა ცრემლებში იძირება: მარადონა პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს – ხალხს პანაშვიდზე საჩუქრები მიაქვს

425
rue99db806138

არგენტინასა და მთელ მსოფლიოში დიდი გლოვაა. სამი დღით დაშვებულია სახელმწიფო დროშები, ტელევიზიით არ უშვებენ გასართობ გადაცემებს.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან დაიწყო უდიადესთან გამოთხოვება.

მარადონა პრეზიდენტის სასახლეში (კასა როსადა – ვარდისფერი სახლი) დაასვენეს. ასეთი რამ პირველად მოხდა ბოლო 10 წელიწადში. მაშინ ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ნესტორ კირშნერს მიაგეს პატივი.

ხალხი ადრევე მოგროვდა სასახლესთან და რადგან სასახლის კარის გახსნამდე შეგროვდა ხალხი, მცირე შეხლაც მოხდა პოლიციასთან.

მარადონას ცხედარი შაბათამდე იქნება სასახლეში. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ლეგენდასთან გამოსამშვიდობებლად მილიონზე მეტი ადამიანი მივა.

კორონავირუსის გამო იყო ეჭვები, მაგრამ დამშვიდობება მაინც ღია გახადეს.

ოღონდ დარბაზში არ შეიძლება დიდხანს შეჩერება.

ატმოსფერო მეგობრულია, ერთმანეთს ეხვევიან, ხელს არ უშლიან და ფოტოებს იღებენ.

ყოველი მეხუთე დიეგოსთვის საჩუქარს ტოვებს – მაისურებს, დროშებს, ყვავილებს და 10-ნომრიან სამახსოვრო წვრილმანებს.

ხალხის მასა არ წყდება, მათ პარტიებად უშვებენ.

ეს ხომ ბოლო შანსია თვალი შეავლო ლეგენდას.

დიეგოს პირველი კლუბის “არგენტინოს ხუნიორსის” სტადიონთანაც სრული სევდაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები