ცნობილი ხდება როგორ გაატარა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა სიცოცხლის უკანასკნელი საათები.

60 წლის მარადონამ ბუენოს აირესის გარეუბანში მდებარე სახლში გაიღვიძა, სადაც ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცესს გადიოდა. საუზმის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და უჩვეულოდ ფერი არ ედო. 10:30 საათზე ის ექიმმა გასინჯა, რომელიც სახლში იმყოფებოდა დიეგოს ძმისშვილთან, ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად.

არგენტინა ცრემლებში იძირება: მარადონა პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს – ხალხს პანაშვიდზე საჩუქრები მიაქვს

მარადონამ თქვა, რომ წამოწოლა სურდა და დაამატა: “არ ვარ კარგად”. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მივიდა 6 მანქანა, მაგრამ ექიმების მისვლისას დიეგო უკვე ვეღარ სუნთავდა. რეანიმაცია ვერ მოხერხდა – გული გაჩერდა.

ფეხბურთელი დაასაფლავეს ბუენოს აირესთან ახლოს ბელა ვისტას კერძო სასაფლაოზე მშობლების გვერდით. დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლესი მეგობრები ესწრებოდნენ. მედიის დასწრება აიკრძალა.

ფეხბურთი სამოთხეში მიემგზავრება: მსოფლიო სამყაროს ფენომენს ემშვიდობება

30 ოქტომბერს მარადონა 60 წლის გახდა. რამდენი დღეში ტვინზე ოპერაცია გადაიტანა.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები