LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთი სამოთხეში მიემგზავრება: მსოფლიო სამყაროს ფენომენს ემშვიდობება

271
44609484-303

მსოფლიო ლეგენდას ემშვიდობება, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მარადონა „მარადიულია“.

ფეხბურთელი, რომელმაც შექმნა ეპოქა, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და დიეგო მარადონას „ტვიტერში“ ემოციურად დაემშვიდობა: „გმადლობთ ჩვენთან ყოფნისთვის. ძალიან მოგვენატრებით“.

არგენტინა ცრემლებში იძირება: მარადონა პრეზიდენტის სასახლეში დაასვენეს – ხალხს პანაშვიდზე საჩუქრები მიაქვს

„მან მხოლოდ სიხარული მოგვიტანა“
„მარადიული გენიოსი“
„ღმერთი ღმერთთან არის“
„არგენტინა მარადონაა“
„ფეხბურთი დარჩა ღმერთის გარეშე“
“დიეგო მარადიულია”
“ზეციური”
“ფეხბურთი სამოთხეში მიემგზავრება”
“მარადონა ღმერთის ხელშია”

ასეთი ფრაზებით აჭრელდა დღეს მსოფლიო მედია.

ფრაზებთან ერთად, ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელებული ყველაზე მეტი ვიდეო კვლავ მარადონას ეკუთვნის – კადრები, რომელიც მისი თამაშის უნიკალურ ეპიზოდებს ასახავს.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

Al Jazeera-მ მარადონას ცხოვრების გამორჩეული მომენტები ფოტოებით კიდევ ერთხელ შეგვახსენა:

 

არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე, 1986 წლის 29 ივნისი.

 

არგენტინა – გერმანია 3:2 – მსოფლიო თასი მარადონას ხელშია!

 

“ღმერთის ხელი” – 1986 წლის 22 ივნისს, მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მარადონამ ინგლისის ნაკრებს ცნობილი გოლი გაუტანა.

 

1987 წლის 10 მაისს “ნაპოლი” იტალიის მთავარი ტიტულის მფლობელი ხდება.

 

ფეხბურთის ორი ლეგენდა – მარადონა და პელე. ფოტო 1995 წლის 14 მაისით არის დათარიღებული და გადაღებულია რიო-დე-ჟანეიროში.

 

მარადონა, როგორც აქტიური გულშემატკივარი. 2006 წელს გერმანიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, არგენტინა ნიდერლანდებს უპირისპირდება.

 

დიეგო მარადონა მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად. თუმცა, უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ფოტოზე კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო.

 

“დიდი დაბრუნება” – ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო, 15-თვიანი განშორების შემდეგ, მარადონა ფეხბურთს უბრუნდება. 1995 წლის 7 ოქტომბერს მას სტადიონზე 70 000 თაყვანისმცემელი ოვაციებით შეხვდა.

 

არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ალფრედო დი სტეფანო მარადონას მორიგი ჯილდოს მიღებას ულოცავს.

 

მარადონა და ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი. 2005 წლის 4 ნოემბერს არგენტინაში, საზოგადოება მიმდინარე ამერიკის უსაფრთხოების სამიტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

 

2014 წლის 4 სექტემბერს მარადონა ვატიკანში ხვდება რომის პაპ ფრანსისკს.

 

მარადონა მწვრთნელის რანგში – მექსიკის საფეხბურთო კლუბ Dorados-ს პირველი ვარჯიში, 2018 წლის 10 სექტემბერი.

 

1976 წლის 20 ოქტომბერს, 16 წლის მარადონა „არგენტინოს ხუნიორსთან“ კონტრაქტს აფორმებს. რამდენიმე თვეში კი მისი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში. 1977 წლის 12 სექტემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები