LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინელებს სურთ, რომ 10-ათასიან პესოზე მარადონა დაახატონ

118
0000378118

ათი ათასობით არგენტინელს სურს, რომ დიეგო მარაადონას გამოსახულება 10 ათასიან პესოზე იხილონ.

შესაბამისი ინიციატივა პეტიციის სახით გააკეთეს. პირველ 24 საათში ხელი 15 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.

ინიციატივის ორგანიზატორებმა დიზაინიც წარმოადგინეს. ცენტრშია ახალგაზრდა დიეგოს პორტრეტი, უკან გამოსახულია მსოფლიო ჩემპიონატის ტროფეი, რომელიც მარადონამ 1986 წელს მოიგო. მთლიანობაში არგენტინის დროშა დომინირებს.

ამჟამად ყველაზე დიდი კუპიურა არგენტინაში არის 1 ათასი პესო. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ბოლო ორი წელია ვარდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას მოუწიოს რეფორმის გატარება.

კეთილი იყოს შენი მობრძანება: მარადონამ ღმერთს თავისი ხელი დაუბრუნა – კარიკატურა

 

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დიდი ლეგენდის გარდაცვალებაზე ეჭვი მკურნალ ექიმზე მიიტანეს. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები