LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარაგების აღრიცხვა ოპტიმოს დახმარებით

78
715 x 400

თუ ეს სიტყვები შენს მაღაზიაში ხშირად ისმის –  “აღარ გვქონია“, “მანდ თუ არ დევს არ გვაქვს“, “საწყობში ვნახავ” ეს ნიშნავს, რომ მარაგების მართვისა და აღრიცხვის საკითხში პრობლემა გაქვს.

რეალურად ეს გასაკვირი არ არის, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მარაგების მართვა მართლაც დიდი გამოწვევა, თუმცა როცა არსებობს “ოპტიმო” ყველა სირთულე მარტივად გადალახვადია.

რა არის ოპტიმო და როგორ ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს?

ოპტიმო ეს არის ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყო, რომელიც ბიზნესოპერატორს ეხმარება ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც მარაგებს, შესყიდვებს და გაყიდვებს ეხება. იგი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის მაღაზიისთვის და იძლევა შესაძლებლობას აკონტროლოთ მარაგები, შემოსავალი და მოგება. ოპტიმო გათვლილია მენეჯერული აღრიცხვისთვის და მასში მუშაობა არ მოითხოვს დამატებით ცოდნას.

მაღაზიის პროგრამა, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე, „ითვლის“ და მზა ინფორმაციას იძლევა საწყობში და დახლებზე არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ვარგისიანობის შესახებ, ეს კი ავტომატურად გამორიცხავს საქონლის გაფუჭებას, ან სრულად ამოყიდვას.

პროგრამა ინტეგრირებულია Rs.ge-თან, რაც ამარტივებს შესყიდვის პროცესს, ზედნადებების ატვირთვასა და დადასტურებას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს კორექტირებასაც კი.

ოპტიმოს მეშვეობით შესაძლებელია, თვალი ადევნოთ ბიზნესს ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია, დისტანციურად გაიგოთ, როგორი იყო კონკრეტული დღე თქვენი მაღაზიისა თუ კაფესთვის, რამდენი იყო შემოსავალი და მოგება.

ოპტიმოს აქვს მოლარის მარტივი ფუნქცია, რაც უმარტივებს საქმეს მოლარეს, ეხმარება ბიზნესს სწრაფი გაყიდვებით, ეს კი თავისთავად დადებითად აისახება შემოსავალზე. მომხმარებელს კი აძლევს საშუალებას, შეიძინოს სასურველი პროდუქცია ისე, რომ არ მოუწიოს სალაროსთან გრძელ რიგში დგომა.

რამდენად მარტივია ოპტიმოს გამოყენება?

ოპტიმოს გამოყენება და მისი თქვენს ბიზნესზე მორგება, ბევრად უფრო მარტივია ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. თუ დაინტერესდებით ამ მოსახერხებელი პროგრამით, უნდა ეწვიოთ optimo.ge -ს, მოითხოვოთ დემო, შეავსოთ აპლიკაცია მითითებული კრიტერიუმების მიხედვით და დაელოდოთ ოპტიმოს წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან დიდი სიზუსტით აგიხსნიან ყველა იმ დეტალს თუ ნიუანსს, რაც ოპტიმოს გამოყენებისთვის დაგჭირდებათ. ტრენინგების შემდეგ, ნებისმიერი გაუგებრობის, თუ წარმოშობილი პრობლემის მოსაგვარებლად “ოპტიმოს” გუნდი მუდმივად მზადაა დახმარების გასაწევად.

აღსანიშნავია, რომ ოპტიმო ბიზნესოპერატორს აძლევს შესაძლებლობას 14 დღის მანძილზე სრულიად უფასოდ გამოიყენოს პროგრამა, დატესტოს, მოირგოს და მოარგოს ბიზნესს და შემდეგ დაიწყოს საქმიანი ურთიერთობა. იმისათვის, რომ ისარგებლოთ “ოპტიმოთი”, არ გჭირდებათ დამატებითი ფინანსების მოძიება, რადგან სულ რაღაც 40 ლარია გადასახდელი ყოველთვიურად იმაში, რომ მუდმივად ხელი გედოთ თქვენი ბიზნესის მაჯისცემაზე, არ გამოგეპაროთ არცერთი ნიუანსი და მუდმივად იყოთ ინფორმირებული თქვენი საქმის წარმატებისა თუ წარმოშობილი პრობლემის შესახებ, რისი დროულად მოგვარებაც არ მოგაყენებთ დარტყმას და არ დახევს საქმეს უკან.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g