LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MARE NOSTRUM – ფესტივალ „თბილისი რიტმის“ წარდგენა კონცერტით

89

სამშაბათს, 2017 წლის 24 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე,  რუსთაველის თეატრში მუსიკისა და ხელოვნების ახალი საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმის“ გახსნა ევროპული ჯაზმუსიკის ბრწყინვალე პროექტით MARE NOSTRUM!

ეს არის ჯაზის, ფოლკის და კლასიკის ნორდულ-ხმელთაშუა ფიუჟენი, რომლითაც  სამი ვირტუოზი მუსიკოსი თავის მედიტაციურ-ნაღვლიან თუ აზარტულ-ხალისიან მუსიკალურ განწყობას გაუზიარებს მსმენელს.  კონცერტის დასასრულს დარბაზს კიდევ ერთი ამაღელვებელი საჩუქარი ელის – ტრიოს შეუერთდება ქართული ეთნოჯაზჯგუფი „ირიაოს“ სამი ვოკალისტი, ბუბა მურღულია, მიშო ჯავახიშვილი და გაგა აბაშიძე და  ერთობლივად შეასრულებენ კომპოზიტორ დავით მალაზონიას ორიგინალურ ნაწარმოებს.

ფესტივალი „თაგის არტის“ ორგანიზებით ტარდება სამი ვირუტუოზი შემსრულებლის – იტალიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუს, ფრანგი აკორდეონისტ რიშარ გალიანოს და შვედი პიანისტ იან ლუნდგრენის მონაწილეობით.

„ამ კონცერტით, ფაქტობრივად, მსმენელს გავაცნობთ ახალ დაფუძნებულ საერთაშორისო ფესტივალს „თბილისი რიტმი“, რომლის დანიშნულებაა კულტურათაშორისი ინტეგრაციით  მუსიკისა და ხელოვნების შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობა, ცნობილი უცხოელი არტისტების მოწვევით კონცერტების, მასტერკლასების ჩატარება და ფართო ასპარეზზე ქართველი მუსიკოსების წარმოჩენა“ – აცხადებს ღონისძიების ორგანიზატორი, „თაგის არტის“ დირექტორი და პროდიუსერი ანი ლაღიძე.

„თბილისი რიტმი“ რამდენიმედღიანი ფესტივალია, რომელსაც დედაქალაქი უმასპინძლებს ყოველ გაზაფხულზე. მის ფარგლებში კონცერტების პარალელურად მოეწყობა ჯემსეიშენები, მასტერკლასები, საგანმანათლებლო დისკუსიები ხელოვნების სხვა და სხვა ჟანრებისა თუ მიმართულებების თემაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g