LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარგო, იმედია, ომის დასრულების შემდეგ ჩამოგახრჩობენ“ – რუსი ინტელექტუალი როვშან ასკეროვი მარგარიტა სიმონიანს მიმართავს

7418
simoniani

რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენზე, როვშან ასკეროვზე, რომელიც წლებია ინტელექტუალური კლუბის, „რა, სად, როდის“ წევრია, მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამის შესახებ გამომწერებს კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, მარგარიტა სიმონიანმა აცნობა. მან ასკეროვს შოვინისტი და ნაცისტი უწოდა.

კლუბის ,,რა? სად? როდის? ” წევრი როვშან ასკეროვი, საბჭოთა გენერალზე ხუმრობის გამო, რუსუთში ძებნილად გამოცხადდა

სიმონიანის ამ შეურაცხმყოფელ პოსტს მალევე უპასუხა თავად ასკეროვმა: „მარგო, იმედია, ომის დასრულების შემდეგ ჩამოგახრჩობენ“- წერს ასკეროვი სოციალურ ქსელში.

რაც ეხება სასამართლოს დავას, საქმე ეხება ასკეროვის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსს, სადაც მან საბჭოთა კავშირს სამარცხვინო უწოდა.

„უკვე აღარ შემიძლია წუწუნის მოსმენა, რომ ბავშვები ცოდოები არიან“ – მარგარიტა სიმონიანი

„განა არ შეგვეძლო, უკრაინა ერთ საათში გაგვესწორებინა მიწასთან? უბრალოდ ხალხი გვეცოდება“ – მარგარიტა სიმონიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g