კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში მორიგი სკანდალურ განცხადებას აკეთებს:
,,მთელ დასავლეთს სჯერა, რომ ისინი აუცილებლად მოიგებენ და ჩვენ წავაგებთ. არავის ესმის, რომ ეს შეუძლებელია, შეუძლებელია და მორჩა. ეს დასრულდება ან ძალიან ცუდად მთელი კაცობრიობისთვის, ან ჩვენ მოვიგებთ. როცა კითხულობენ, რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი გარიყვა დასავლეთის მხრიდან, ეს სამუდამოა. უბრალოდ მიეჩვიეთ ხალხო ახალ ცხოვრებას. უკვე აღარ შემიძლია წუწუნის მოსმენა, რომ ბავშვები ცოდოები არიან. ამიხსენით, რატომ გეცოდებათ ეს ბავშვები? რომ დასავლეთში ვეღარ ისწავლიან? ომში უფრო ჩაკეტილები არიან? ხალხო, ეს უნდა გიხაროდეთ. ეს სამყარო ისეთი სისწრაფით მიექანება ჯოჯოხეთისკენ, რომ 10 წელში მადლობას იტყვით, რომ თქვენი შვილები არასოდეს სწავლობდნენ დასავლეთში.
„უკვე აღარ შემიძლია წუწუნის მოსმენა, რომ ბავშვები ცოდოები არიან“ – მარგარიტა სიმონიანი
„ჩემი სომხები“ – მარგარიტა სიმონიანი ერევნიდან რუსეთის მხარდამჭერი აქციის ვიდეოს აქვეყნებს
„რუსეთი მსოფლიოს ახალ რელიგიას შექმნის“ – მარგარიტა სიმონიანი