მარგო რობი ჰოლივუდის დაპყრობას განაგრძობს. სკანდალური ჩემპიონის, ტონი ჰარდინგის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის შემდეგ, მსახიობი ტრილერში „Dreamland“ მონაწილეობის მისაღებად ემზადება. რობი ფილმის პროდიუსერიც იქნება.
ფილმის რეჟისორი მაილზ ჯორის-პეირაფიტი იქნება და მასში მოქმედება 30-იან წლებში განვითარდება. მთავარი გმირი – 15 წლის ბიჭია, რომელიც ბანკის მძარცველის დაკავებას ცდილობს, რათა სანაცვლო ფულით ოჯახის ფერმა გადაარჩინოს. სწორედ ბანკის მძარცველის როლს შეასრულებს ცნობილი ლამაზმანი.