LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგო რობი საკუთარ შვილებს მხოლოდ ავსტრალიაში გაზრდის

569

მიუხედავად საკმაოდ წარმატებული სამსახიობო კარიერისა ჰოლივუდში, მარგო რობი ავსტრალიაში დაბრუნებასა და ოჯახის შექმნას გეგმავს.

ავსტრალიურ შოუში The Project სტუმრობისას, მარგომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალში აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში და საკუთარ შვილებს მხოლოდ იქ გაზრდის.

მსახიობმა აღიარა, რომ მისი ბოიფრენდიც, ბრიტანელი რეჟისორი ტომ აკერლიც მისნაირად ფიქრობს და ოჯახის შემქნას სწორედ ავსტრალიაში გეგმავს. „მას საერთოდ არ ესმის, რატომ მოდის ვინმე ამ ადგილიდან“, – აცხადებს მარგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები