„ნათელია, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში ახლანდელი კურსით“, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
როგორც მან მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ახალი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა“.
„სამწუხაროდ, ევროკავშირის გაფართოებაც შეიძლება, შეტრიალდეს, რასაც ადასტურებს საქართველოში განვითარებული მოვლენები, როდესაც მმართველი პარტია ქვეყანას უფრო აშორებს როგორც დემოკრატიას, ასევე დასავლეთზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას.
ნათელია, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში ახლანდელი კურსით და ხალხს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებაშია საქართველოში, ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
ჩვენ ვთქვით, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ამ კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა.
ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.