LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი : თავისუფალი მედია ხელშეუხებელია

97

თუ პოლიტიკოსები მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსკაზე უარს იტყვიან, მედიის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაიზრდება, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

“სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების, განსაკუთრებით ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გარანტი არის მედია. ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუხებელია. დღეს საქართველოში არსებობს მედია მრავალფეროვნება და ეს ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რომელსაც მუდმივი დაცვა და გაძლიერება სჭირდება. ეს პროცესი კიდევ უნდა გაღრმავდეს. მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსჯაზე უარის თქმას. ასეთი თვითშეზღუდვა ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საფუძველსაც წარმოადგენს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g