მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბევრი რამე შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს დაშავებული, მაგრამ ისეთი ვერ ექნება დაშავებული, რომ წამებით, ციხეში მოკლა“.
მისი თქმით, „ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებაც პირდაპირ ასრულებს რუსულ დირექტივებს“.
„რუსული დირექტივების კონტექსტში, ფაქტობრივად მთელი იმ წარუმატებლობის და მარცხის ფონზე, რომელსაც მათ უკრაინელები და ასევე ქართველი მებრძოლები უკრაინაში მიაყენებენ, ამის ფონზე, პუტინის ერთადერთი გამარჯვება მსოფლიოს მასშტაბით არის ის, რომ დღეს სააკაშვილს აწამებენ.
შეიძლება ითქვას, რომ მეტი გამარჯვება პუტინს დღეს აღარ აქვს – ის სრულ მარცხშია.
ზვიად გამსახურდიას შემდეგ, ახლა კიდევ მიხეილ სააკაშვილისთვის ასეთი სიცოცხლის მოსწრაფება..
კითხვას დავსვამ “საერთოდ ცივილიზაციის რომელ მხარეს ვდგავართ ჩვენ ყველა ერთად – არა „ნაციონალული მოძრაობა“, არა „ქართული ოცნება“, არამედ ყველა ერთად“. – აცხადებს გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.
„ფორმულა“ მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი თვის წინ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
“მიშა არის გაცილებით ცუდად, ვიდრე სურათზე…ბევრად, ბევრად ცუდად” – ხატია დეკანოიძე