ნეტა, ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ, იმის ნახევარია, საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი თვის წინ გადაღებული ფოტოების გავრცელებას.
ხერხეულიძის თქმით, მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, როცა ადამიანის ბედი წყდება.
“მაქსიმალურად თავშეკავებით ვიტყვი-
ფოტო,რომელიც გავრცელდა, არ ასახავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას.
მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ.
ნეტა,ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ. ადამიანი იმის ნახევარია.
იმედია, შეცდომაში შეყვანილი მედია დროულად დაადგენს ფოტოს გადაღების თარიღს.
განვმეორდები, ნეტა, ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა”, – წერს ხერხეულიძე.
ამავე თემაზე:
„ფორმულა“ მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი თვის წინ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს