LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი სააკაშვილზე: იმედი მაქვს, შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს და კვების ნორმალურ რეჟიმს განაახლებს

153
სააკაშვილი წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „თვითდაზიანების პროცესს შეწყვეტს, კვების ნორმალურ რეჟიმს განაახლებს,“ რითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პენიტენციური და სამედიცინო სისტემა, ყველაფერს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად.

„როგორც ყოველთვის, როცა პატიმარს და მის უფლებებს ეხება საქმე, ვიქნები კიდევ მეტად გულწრფელი, ვიდრე ჩვეულებისამებრ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს.

მესმის, რომ ჩემს სიტყვას მის თვალში არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე ტიპის მნიშვნელობა და წონა, მაგრამ მაქვს ჩემი ვალდებულება, გამოვხატო ის აზრი, რომელიც პატიმარს, მის სიცოცხლესა და უფლებებს ეხება.

აუცილებელია, მან შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული მის მიერვე თავისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ვინაიდან მთელი სისტემა, იქნება ეს პენიტენციური, სამედიცინო სისტემა, თუ სამოქალაქო სამედიცინო სისტემა, მომართულია იქითკენ, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს გაუმჯობესებული და ბოლომდე დაცული.

წულუკიანი: ვიდრე ხელისუფლება ამ საჭიროებების საპასუხოდ, შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა, ვიხილეთ გაუგონარი „დვიჟოკების“ აჟიოტაჟი

ამისთვის გვაკლია ერთადერთი რამ, ეს არის მისივე სურვილი და მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. როგორც კი ის შეიცვლის ამ პოზიციას, დარწმუნებული ვარ, დიდხანს იქნება ჯანმრთელად და როდესაც სასჯელი ამოეწურება, რასაკვირველია, თუკი თავის ჯანმრთელობას თვითონვე მოუფრთხილდება, შეძლებს ნებისმიერ მისთვის სასურველ პროცესში ჩართვას.

ადვოკატი: გაგზავნილ წერილებზე პასუხები რომ მიგვეღო, სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს თავად იუსტიციის სამინისტრო დააყენებდა

ასეთია კანონი – თუკი დააშავებ, არის სასჯელი, სასჯელს უსჯის მოსამართლე და პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის პროცესში პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცულობას.

დღეს საჭიროა მხოლოდ, რომ მოცემულმა პატიმარმა თავად გადაწყვიტოს თანამშრომლობა შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან, საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, რასაც მე მას პირადად ძალიან გულწრფელად ვუსურვებ.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი, სადაც დღეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე, ან მისგან სრულად გათავისუფლების შუამდგომლობაზე უნდა დაეწყოთ მსჯელობა, 14 დეკემბრისთვის გადაიდო.

ამავე თემაზე:

„საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს – ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს“: ზურა ჯაფარიძე სააკაშვილის პროცესზე

„დავანებოთ თავი „ქოციანობას“, „ნაციანობას“, იყავი ქართველი და მიიღე სააჭირო გადაწყვეტილება, კვდება ეს ადამიანი“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ხელისუფლება არ არის დაინტერესებული მისი ფიზიკური გადარჩენით, მათი ამოცანაა გაანეიტრალონ მიხეილ სააკაშვილი“ – პაატა მანჯგალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g