LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს – ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს“: ზურა ჯაფარიძე სააკაშვილის პროცესზე

154
ზურაბ ჯაფარიძე

„მოლოდინი მაინც და მაინც ოპტიმისტური არ მაქვს, რადგან ჩემი აზრით, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი იღებს“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

„დავანებოთ თავი „ქოციანობას“, „ნაციანობას“, იყავი ქართველი და მიიღე სააჭირო გადაწყვეტილება, კვდება ეს ადამიანი“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აღნიშნა, ივანიშვილის ბუნება ასეთია, ამას აჩვენებს გამოცდილება:

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

„ოცნებას“ სურს, სააკაშვილის საკითხი მომხრეებში პოლიტიკური ვაჭრობის საქმედ გადააქციოს. იმ თვალსაზრისით, რომ აი, მომავალში შესაძლოა სააკაშვილის საკითხი განვიხილოთ, თუ დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ ამოქმედდება.“

„ის უკან იხევს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს ძლიერი, ანგარიშგასაწევი ძალა არსებობს და ამას ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული ერთობა სჭირდება.

ჯერჯერობით, ეს ერთობა შესაქმნელია და არ მგონია, ბიძინა ივანიშვილმა უკან დაიხიოს. არც პრეზიდენტის მჯერა, არც სასამართლოს, ამიტომ მოლოდინი მაინც და მაინც ოპტიმისტური არ მაქვს.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძემ ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე ან/და გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს.

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც სააკაშვილის საქმეს განიხილავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g