LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: გაგზავნილ წერილებზე პასუხები რომ მიგვეღო, სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს თავად იუსტიციის სამინისტრო დააყენებდა

184
შალვა ხაჭაპურიძე

„სხვადასხვა უწყებისათვის გაგზავნილ წერილებზე პასუხები რომ მიგვეღო, სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს თავად იუსტიციის სამინისტრო დააყენებდა“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძის კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, შემდეგ სასამართლო პროცესზე ამ პასუხგაუცემელი კითხვების შუამდგომლობაც განიხილება.

„მიხეილ სააკაშვილს გავაცანი სასამართლოს პოზიცია და შემდგომი პროცესების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. მისი პოზიცია არის ცალსახა. ის ამბობს, რომ ან უნდა დაასწრონ სასამართლო პროცესს ან, უკიდურეს შემთხვევაში, დისტანციურად დასწრების საშუალება მისცენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კატეგორიულად აცხადებს, რომ თუ ასეთი ტიპის სასამართლო პროცესები არ გაიმართება, მას წაერთმევა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

პროცესის გადადების მიზეზი გავაცანი, სახალხო დამცველის, დაცვის მხარის, მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებები და ოთხშაბათს ჩაინიშნა პროცესი. მომდევნო პროცესზე განიხილება ორი ძალიან მნიშვნელოვანი შუამდგომლობა. ერთი, რომ ან გადავადდეს სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან.

თქვენ იცით, რომ 6-7 თვეა ამ პროცესში ვართ ჩართული. მეორე შუამდგომლობა იქნება იმაზე, რა მოთხოვნები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა უწყებებთან და რა ტიპის მოთხოვნებზე არ გვაქვს პასუხი.

ჩვენ რომ მიგვეღო პასუხები წერილებზე, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში ვაგზავნიდით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხს თავად იუსტიციის სამინისტრო დააყენებდა.“– განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამავე თემაზე:

„საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს – ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს“: ზურა ჯაფარიძე სააკაშვილის პროცესზე

„დავანებოთ თავი „ქოციანობას“, „ნაციანობას“, იყავი ქართველი და მიიღე სააჭირო გადაწყვეტილება, კვდება ეს ადამიანი“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g