LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლება არ არის დაინტერესებული მისი ფიზიკური გადარჩენით, მათი ამოცანაა გაანეიტრალონ მიხეილ სააკაშვილი“ – პაატა მანჯგალაძე

151
manjgaladze-2021-03-03_16-29-35_237756 (2)

„ხელისუფლება არ არის დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით, მათი ამოცანაა გაანეიტრალოს მიხეილ სააკაშვილი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი 14 დეკემბრისთვის გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადავადებაზე საუბრისას, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ აქვს მოლოდინი ექსპრეზიდენტის პროცესი ახალ წლამდე გაიწელოს.

„ჩვენ ამ საკითხს პარტიულად არ ვუყურებთ, ადამიანი საპატიმროში არ უნდა მოკვდეს იმის გამო, რომ ვერ იღებს სერვისს, ან იმის გამო, რომ ვიღაცას უნდა, რომ პოლიტიკურად გაანეიტრალოს. შევხედოთ ჰუმანურად ყველაფერს.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

პარტიაშიც ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, უნდა ვიყოთ ჩვენი სინდისის, ღირსების წინაშე მართლები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ადამიანის გადასარჩენად. ერთ ადამიანს როგორც ექცევა სახელმწიფო ისე მოექცევა ბევრს. არ უნდა დავუშვათ, რომ 21-ე საუკუნეში მეორე პრეზიდენტმა დაასრულოს სიცოცხლე.

მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესი მაქსიმალურად გაიწელება. შესაძლოა, რომ იანვარში მოუწიოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა, ან ახალ წელთან ძალიან ახლოს, ამ შემთხვევაში ხალხის პროტესტი და რისხვა ნაკლები იქნება ხელისუფლების მისამართით.

ხელისუფლება არ არის დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით, ხელისუფლება არ არის მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური გადარჩენით დაინტერესებული, მათი ამოცანაა გაანეიტრალონ სააკაშვილი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე უნდა ემსჯელა, თუმცა ის 14 დეკემბრამდე გადაიდო.

ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილს სასამართლოს გადადებაზე რეაქცია არ ჰქონია, რადგან მას საამისოდ ძალა არ ჰყოფნის

გიული ალასანია: „არ მინდა, პროცესი გაიწელოს, მისი ჯანმრთელობა ამას ვერ გაუძლებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g