LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: „არ მინდა, პროცესი გაიწელოს, მისი ჯანმრთელობა ამას ვერ გაუძლებს“

182
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (11)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

როგორც მესამე პრეზიდენტის დედამ თქვა, მისი შვილის მდგომარეობიდან გამომგინარე, სასამართლო პროცესის დროში გაწელვა მისთვის მიუღებელია.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

„მინდა, რომ ეს ყველაფერი სწრაფად [გადაწყდეს]

ამას მუდმივად ვლაპარაკობ, არ მინდა, რომ პროცესი გაიწელოს, რადგან მისი ჯანმრთელობა ამას ვერ გაუძლებს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა.

„საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს – ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს“: ზურა ჯაფარიძე სააკაშვილის პროცესზე

„დავანებოთ თავი „ქოციანობას“, „ნაციანობას“, იყავი ქართველი და მიიღე სააჭირო გადაწყვეტილება, კვდება ეს ადამიანი“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სხდომა 14 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, მისი ჩართვა დისტანციურად უნდა განეხორციელებინათ. სწორედ ამ მიზეზით, აღნიშნულის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის და ასევე იმის გამო, რომ მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა, სხდომა გადადო.

„2 საეჭვო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო“ – რა ვიცით მოსამართლე გიორგი არევაძეზე, რომელიც სააკაშვილის საქმეს განიხილავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g